თეგი: მარკ ცუკერბერგი

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს

Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შერილ სენდბერგმა განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას შემოდგომაზე, 14 წლიანი მუშაობის შემდეგ გეგმავს. „როდესაც 2008 წელს ამ საქმეს შევუდექი, იმედი მქონდა, რომ 5 წელი გავძლებდი. თოთხმეტი წლის შემდეგ, ვფიქრობ, დროა გადავფურცლო გვერდი და დავიწყო ახალი თავი ჩემს ცხოვრებაში. დარწმუნებული არ ვარ, რა მელის მომავალში, მაგრამ, როგორ გამოცდილებამ მასწავლა, ვერავინ გააკეთებს პროგნოზს რა იქნება მომავალში. მაგრამ ვიცი, რომ მომავალში მექნება სამუშაო ჩემს საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებს შერილ სენდბერგი. ის მადლობას უხდის კოლეგებს, რომლებიც გამოირჩევიან საქმისადმი ერთგულებით. ასევე მადლიერია მარკ ცუკერბერგის, რომელმა მას ეს შანსი მისცა. სენდბერგმა ასევე განაცხადა, რომ ის კომპანიის დირექტორთა საბჭოში დარჩება. Facebook 2004 წელს დააარსა მარკ ცუკერბერგმა, თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად.

Nutella-ს მფლობელმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მარკ ცუკერბერგს გაუსწრო

Alba-ს მულტინაციონალური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოვანი ფერერომ, Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მარკ ცუკერბეგრს გაუსწრო და 25-ე ადგილზე განთავსდა. Facebook-ის დამფუძნებელმა 28-ე პოზიციაზე (38,2 მილიარდი დოლარის აქტივებით) გადაინაცვლა. გასულ წელთან შედარებით, Ferrero-მ აქტივები 3 მილიარდი ევროთი, 38,9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. „Bloomberg-ის რეიტინგის მიხედვით, Nutella-ს მწარმოებელი კომპანიის დირექტორი ჯოვანი ფერერო, მარკ ცუკერბერგზე მდიდარია. ფერერომ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 25-ე ადგილამდე მიაღწია. მეწარმემ, რომლის გვარიც მჭიდროდ არის დაკავშირებული Nutella-სთან, ფაქტობრივად, აჯობა Facebook-ის შემქმნელს, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავის კომპანიაში კოლაფსთან უწევს გამკლავება. როგორ შეიცვლება ეს რეიტინგი, უახლოეს მომავალში ვნახავთ. თუმცა ამასობაში, „ისტორიული გასწრება“ დადასტურებულია Bloomberg-ის მიერ“, - წერს იტალიური მედია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები დაასახელა  

WSJ: მარკ ცუკერბერგი თანამშრომლების მასოვრივ შემცირებას გეგმავს

ამერიკული კორპორაცია Meta Platforms-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ამ კვირაში თანამშრომლების ფართომასშტაბიანი გათავისუფლების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. მოსალოდნელია, რომ სამსახურის დატოვება ათასობით მუშაკს მოუწევს. წყაროების ცნობით, Meta Platforms-ის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად, 9 ნოემბერს გახდება ცნობილი. სექტემბრის ბოლოსთვის Meta Platforms-ში 87 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ თანამშრომლების ასეთი ფართომასშტაბიანი შემცირება, კომპანიის ისტორიაში პირველად მოხდება.  Meta Platforms-ის პრესსპიკერმა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვა.  

მარკ ცუკერბერგი: META 11 000-ზე მეტ მუშაკს ათავისუფლებს

Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta, 11 000-ზე მეტ თანამშრომელს, არასტაბილური შემოსავლების გამო ათავისუფლებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის წერილშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. „მე გადავწყვიტე, რომ ჩვენი გუნდი დაახლოებით 13%-ით შემცირდეს და 11000-ზე მეტი ჩვენი ნიჭიერი თანამშრომელი გავათავისუფლო. ჩვენ ასევე ვდგამთ დამატებით ნაბიჯებს, რათა გავხდეთ უფრო მოქნილი და ეფექტური კომპანია დისკრეციული ხარჯების შემცირებითა და პირველი კვარტლის განმავლობაში თანამშრომლების დაქირავების შეჩერების გზით“, - ნათქვამია განცხადებაში. გათავისუფლებულ თანამშრომლებს ცუკერბერგი  3,5 თვის (16 კვირის) და ერთი კვირის განმავლობაში ხელფასის ოდენობის კომპენსაციას დაჰპირდა.   

მარკ ცუკერბერგის ქონება $44 მილიარდით გაიზარდა

Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება წელს, დაახლოებით 44 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც ყველაზე შედეგიანი მაჩვენებელია „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში. მისი წმინდა ქონება 89,9 მილიარდ დოლარამდე ავიდა. პარასკევს, Bloomberg News-მა დაწერა, რომ Meta-ს Instagram პლატფორმა მომდევნო თვეში, ქსელში Twitter-ის კონკურენტის გაშვებას გეგმავს. აპლიკაცია ამჟამად ტესტირებას გადის.  

მარკ ცუკერბერგმა Threads-ის ჩაშვების დღეს, 11 წლის განმავლობაში პირველი „ტვიტი“ გამოაქვეყნა

მარკ ცუკერბერგმა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი პირველი „ტვიტი“ გამოაქვეყნა. pic.twitter.com/MbMxUWiQgp — Mark Zuckerberg (@finkd) July 6, 2023 ცუკერბერგის „ტვიტი“ გამოჩნდა იმ დღეს, როდესაც Meta Platforms Inc.-ის დამფუძნებელმა, Twitter-ის კონკურენტი შექმნა და ქსელში უკვე ჩაუშვა.